თეგი: მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლა ორმხრივად განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის. ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ პრესსპიკერ, მეთიუ მილერს უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისი კოლეგების მსგავსად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა „ამ რეჟიმს და ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის“.   „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიები საქართველოს აეოპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელი დასავლური საზოგადოება დავშორდით ამ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

მეთიუ მილერი: შეშფოთების საფუძველს გვაძლევს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, აირიდოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ნებისმიერი ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, გვერდი აუაროს სანქციებსა და ზომებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.  მილერს ტრადიცულ ბრიფინგზე ჰკითხეს: „ელჩი ო’ბრაიენი ევროპელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად თბილისში მიემგზავრება სანქციების საკითხის განხილვის მიზნით. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთს სხვა ქვეყნებთან ერთად ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. რატომ იმართება ეს ვიზიტი ახლა და რა ინსტრუმენტებს ფლობს შეერთებული შტატები ხსენებული ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკების ფონზე? მეთიუ მილერი: დისკუსიებზე დეტალურად საუბარი არ მსურს. მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ გვაქვს შეშფოთება ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, თავიდან აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია გამკაცრდეს სანქციები, ან მკაცრი ზომები მივიღოთ ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიის მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავიდან აიცილონ ისინი, მაგრამ ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება მათ შესახებ დაწვრილებით საუბარი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან იწყება.  

აშშ: ლუკაშენკოს მიერ პრიგოჟინის მიღება კიდევ ერთი მაგალითია, რომ ის კრემლის და პუტინის ინტერესებისთვის მოქმედებს

აშშ-ის შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, მისალმებოდა პრიგოჟინს ბელორუსში, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მან ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ინტერესები ბელორუსი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განმარტებით, ლუკაშენკო აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას არა საკუთარი ხალხის, არამედ კრემლის ინტერესებისთვის. „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მათ („ვაგნერის“) მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ინტერესებს, სადაც ისინი მოქმედებენ, და ჩვენ განვაგრძობთ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა. აშშ-მ „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა მას ასევე დაუსვეს შეკითხვა პუტინის აღიარებაზე, რომ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილ „ვაგნერს“ რუსეთის სახელმწიფო აფინანსებდა. _არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო? ჰკითხეს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. „ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია, არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ მათი პასუხისმგებლობისთვის. და შეერთებულმა შტატებმა გადადგა კიდევ ერთი - რიგი ნაბიჯები - „ვაგნერისთვის“ სანქციების დაწესება; პრიგოჟინისთვის ბრალი წაყენება. და ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას. მე არ ვფიქრობ, რომ კატეგორიის მინიჭება ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანია.  სპიკერმა მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველგან, სადაც „ვაგნერი“ მიდის, უბედურების კვალს ტოვებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ.  ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეთიუ მილერი: აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ამის შესახებ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა. „საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატების სახელით შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მილერმა. ასევე გაეცანით: ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად მას ასევე ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით, რომ სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით NATO-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.  

მეთიუ მილერი: აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნა სპიკერმა. ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინეს - მედია  

მეთიუ მილერი: მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მილერის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შეიარაღების გადაცემის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროსაც გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობები, რუსეთში ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთისგან ჩრდილოეთ კორეაში ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით, უფრო მეტად დაარღვევს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი. „ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავისი საჯარო განცხადებები და თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან," - აღნიშნა მილერმა.  

მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ USAID-ის მიმართ საქართველოში გამოთქმულ ბრალდებებს. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა. აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს „მე არ მინახავს ეს კონკრეტული კომენტარები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში, არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ისინი უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. ეს კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში  

მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ლავროვის განცხადებას სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურალისტმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასვა შეკითხვა, რომ სერგეი ლავროვმა გამოაქვეყნა სტატია სამინისტროს ვებგვერდზე, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხებში ჩარევაში და საუბრობს „გეოპოლიტიკურ ამბიციებზე.“ „ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში, არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და უფლებების დაცვა,“ - განაცხადა მილერმა. კითხვას იმის შესახებ, რომ უფროსი მრჩეველი ლუის ბონო იმყოფება რეგიონში და ის შეხვდა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, მილერმა დამატებითი დეტალებით არ უპასუხა.   

ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევს. უწყების პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. „აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი  

ბლინკენი შვეიცარიაში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება. უწყების სპიკერის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მდივანი ბლინკენი შეხვდება ლიდერებს, რათა განიხილოს გლობალური შეშფოთების საკითხები. „ის ხაზს გაუსვამს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის აუცილებლობას, შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას უკრაინის ხალხის მიმართ და ჩვენს ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი,“ განაცხადა მეთიუ მილერმა.  

მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს

აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო, რამაც გამოიწვია რამდენიმე მსხვერპლი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან არის. ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ აღმოფხვრილი. მდივანი ბლინკენი გამუდმებით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, სასაზღვრო შეტაკება ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ მოხდა. ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში, დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ეს პირველი ასეთი შეტაკებაა. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.  

რა დოკუმენტი გაეგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალს - უწყების განმარტება

როგორ განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ მემორანდუმს, რომელიც მდივანმა ბლინკენმა პერსონალს გაუგზავნა. ტრადიციულ ბრიფინგზე სპიკერ მეთიუ მილერს 20 თებერვალს ჰკითხეს: „იყო გარკვეული კრიტიკა იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მდივანმა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა პერსონალს გენდერული იდენტობის შესახებ და მოუწოდებდა პერსონალს, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, შეძლებისდაგვარად და მოერიდონ ტერმინებს, როგორიცაა - „ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი მემორანდუმი საჭირო?“ მეთიუ მილერმა უპასუხა: „ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ეს არარანაირად არ ნიშნავს თავად მდივნის მემორანდუმს. თუ გადახედავთ ამ მემორანდუმს, როგორც მე ეს უკვე გავაკეთე, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, რომლითაც უბრალოდ ცდილობ, წაახალისო ადამიანები, პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად იგრძნობენ თავს და ისე ესაუბრონ ხალხს, როგორც მათ სურთ, რომ მათ მიმართონ და მეტი არაფერი.“ ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.  

მილერი: რუსეთის ბევრი მეზობელი მოსკოვის მუქარის რიტორიკით შეშფოთებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ისეთი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც თავისი მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა. ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ სომხეთი დასავლეთის მიმართულებით მიდის, რასაც მოსკოვი უპასუხებს. „არ ვაპირებ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს, თუმცა ეს არის ისეთი რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მთავრობის მიერ, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენდა რეგიონში, ასევე გვინახავს, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და მუქარის შემცველი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა,“ აღნიშნა მილერმა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აკვირდება სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს და გაითვალისწინებს მათ საკუთარი პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვისას. ОДКБ სომხეთს უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის - ფაშინიანი  

მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იემენში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, იგივე გააკეთონ. „ვფიქრობ, ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო. „ჰუსიტები“ აგრძელებენ ამ უგუნურ თავდასხმებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახლა კი მათ ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, აშშ გააგრძელებს „ჰუსიტებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ თავდასხმებზე, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, არამხოლოდ დაარღვია ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო წყლებში, არამედ, ახლა ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი,“ – განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.  

მილერი: ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას

აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. შესაბამისი პოსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერმა განათავსა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს,“ - წერს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

მეთიუ მილერი: საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

მეთიუ მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით

აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები გასული წლის აპრილში დაუწესა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, კი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვეს. გამოიღო თუ არა შედეგი ვაშინგტონის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა? როგორ აფასებს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას და არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში სანქცირებულ მოსამართლეთა წრის გაფართოება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. ამერიკის ხმა : როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში? მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო. [ჩვენ მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამერიკის ხმა: როგორ აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს? მეთიუ მილერი: მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ [საქართველოს] გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამერიკის ხმა: განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებული მოსამართლეების სიის გაფართოებას ან საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას? მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს. 7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართულნი. დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით. ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს და მოითხოვს მათ მიმართ სანქციების მოხსნას. რა პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით? მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას გლობალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი

რა გზავნილი აქვს აშშ-ის პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ამ და წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.  22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი „რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - აღნიშნა მილერმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შტატები შეშფოთებულია ინიცირებული კანონპროექტით და ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია. მილერს კიდევ ერთხელ ჰკითხეს პოტენციურ სანქციებზე, თუმცა მან კვლავ განმარტა, რომ ამერიკა წინასწარ არ განიხილავს ამ საკითხს და რაიმე შესაძლო შედეგებზე ვერ ისაუბრებს. აღსანიშნავია, მილერმა გაიხსენა, რომ ადრეც გავხდით ამ კანონპროექტის წარდგენის მოწმენი და ის მაშინ კანონად არ ქცეულა. „როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არ მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომლებიც შეიძლება, შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეხუთე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე  

მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს მიერ სადავო კანონოპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო, იმედგაცრუებას გამოხატავს. სპიკერი მეთიუ მილერი შემოთავაზებულ კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს. „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება, დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მიღების შემთხვევაში, კანონმა შეიძლება, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ასევე, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მსგავსი, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - აღნიშნულია მილერის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეშვიდე გამოხმაურებაა ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი, სპიკერის მოადგილემ გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა

შეერთებული შტატები გმობს „კრემლისგან შთაგონებულ“ „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობის წინსვლას. შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოვია. „ეს ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას და გავლენას მოახდენს  ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებებზე. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მშვიდობიან შეკრებას და თავიდან აიცილონ ესკალაცია,“ დაწერა მეთიუ მილერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, მისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება,“ - წერია განცხადებაში. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება

მეთიუ მილერი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“ მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს. „ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა. შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს. დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი